სასამართლო მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 12:59, 31 Mar, 2017     1761
თბილისის საქალაქო სასამართლო ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ‘’ცენტრ პოინტი ჯგუფის’’ წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია მ.-სა და რუსუდან კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ბრალდებული რუსუდან კ. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

მათ ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (5 ეპიზოდი), მათვე ბარალდ ედებოდათ მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (2 ეპიზოდი), ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ჯგუფურად უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონების შეძენა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (შპს მზიური ველის ეპიზოდი).

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა („ცენტრ-პოინტი ინვესტის“, „ცენტრ-პოინტი კრწანისის“, „ცენტრ-პოინტ სიტის“ და შპს „მზიური ველის“, შპს „ცენტრ-პოინტ სიტის“ ეპიზოდები, ასევე მიწების და გაწერის ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და მითვისების (ე.წ. „წილების“ და შპს „მზიური ველის“ ეპიზოდები) ჩადენის ფაქტი ყველა ეპიზოდში, ხოლო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში. 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, რუსუდან კ.-სა და მაია რ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42