საქალაქო სასამართლომ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა
სამართალი - 14:02, 29 Mar, 2017     2094
2017 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკრაინის ინტერპოლის მიერ ძებნილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "ნიუპოსტს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესახებ.

"იგორ კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამართალდამცველებმა 2017 წლის 25 მარტს დააკავეს.

წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, იგორ კ.-ს, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, მითვისება, გაფლანგვა ან ქონების უკანონო მითვისება კანონის ბოროტად გამოყენებით, იმ პერიოდში, როდესაც ის უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ასევე ნავთობის, გაზის, ტორფის დეპარტამენტის და ნავთობის გადამუშავების ინდუსტრიის და ალტერნატიული საწვავის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

სასამართლოს მიერ იგორ კ.-ის მიმართ 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო მიმალვის საფრთხე, რომელიც სასამართლომ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველად მიიჩნია. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა იგორ კ. -ს კავშირები საზღვარგარეთ, მისი ფინანსური რესურსები, ასევე ის, რომ მას დაკავების ქვეყანასთან არ აქვს მჭიდრო კავშირები და რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ იგორ კ. -მ წარსულში უკვე სცადა მიმალვა, რითაც თავი აარიდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას.

სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, მისი გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინის დაკავებას უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოც გამოეხმაურა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42