დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
სამართალი - 10:14, 29 Mar, 2017     1611
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარე "შერჩევით სამართალზე" ამახვილებს ყურადღებას.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით,საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დეკანოზის მამალაძის დატოვებასთან დაკავშირებით, აბსურდული იყო.

”ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან სათათბიროდ სულ რამდენიმე წუთით იყო გასული. მოსამართლემ ე.წ. დასაბუთება გააკეთა, რომ თურმე მამა გიორგის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არსებობს, მათ შორის მთავარ მოწმეზე, რომელიც დაცვასთან ერთად დადის. ძალიან აბსურდული საკითხი წამოწია მოსამართლემ და მიიღო გადაწყვეტილება. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. საქართველოში არის ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული შერჩევითი სამართალი” - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაცვის მხარისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ დეკანოზს არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 ათას ლარიანი გირაოთი. შესაბამისად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადადების თაობაზე.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ვისი ინტერესი არსებობს სასულიერო პირის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით, რაზეც ადვოკატმა აღნიშნა: "აქ ვგულისხმობ ყველანაირ წრეს, როგორც საეროს, ასევე სასულიეროს".
ცნობილია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი. ისინი პროკურატურის მიერ ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას ასაჩივრებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42