აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა
სამართალი - 16:10, 27 Mar, 2017     12678
თბილისის სქალაქო სასამართლომ 24 წლის თორნიკე ტუღუში, რომელიც 22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს BMW-ს მარკის ავტომობილით შეეჯახა, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.


როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულ მძღოლს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წარდგენილი ბრალის თანახმად, თორნიკე ტ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მასვე, ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტ. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე გაიმართება"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42