აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 14:50, 27 Mar, 2017     4474

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს:
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 08:25 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW"-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც დაკარგა მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე მყოფ ნანა ოჩიგავასა და მის რვა წლის შვილს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნანა ოჩიგავა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები, ჩატარდა სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას, ავარიის მექანიზმს და მონაწილე მძღოლის ბრალეულობას, ხოლო საექსპერტო კვლევების ჩატარებას სჭირდება გარკვეული დრო. 2017 წლის 23 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თორნიკე ტუღუშის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად.
2017 წლის 24 მარტს, თორნიკე ტუღუშის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 25 მარტს თორნიკე ტუღუში სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და 26 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს"- ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42