"უნდა დაასახელონ ახალი გარემოებები, რის საფუძველზე საშუალებას მისცემდა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას უფრო მსუბუქი ღონისძიებით. რამდენად არგუმენტირებულია ან დასაბუთებულია მათი პოზიცია, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. იმავე გარემოებებზე უკვე ნამსჯელი აქვს სასამართლოს და დიდი ალბათობით შუამდგომლობას არ განიხილავს"- განაცხადა ქარჩავამ.
"ნიუპოსტის" კითხვაზე ხომ არ არის დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლა თავად პატრიარქის სურვილი, ქარჩავა ამბობს, რომ "ამის შესახებ არ სმენია".
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ბრალდების ხმარეს არ აქვს დეკანოზის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომლის თანახმადაც, ბრალდება ერთი თვით სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს. ამის მიზეზად საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებას ასახელებს. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შეთხვევაში, პროკურატურას მოუწევს დაასაბუთოს საკუთარი არგუმენტები პროცესზე, რომელსაც სასამართლო უახლოეს 72 საათში ჩანიშნავს, თუმცა არ არის გამორიცხული, ის დღესვე გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






