"საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეკა მიშველაძისთვის 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
სამართალი - 11:35, 24 Mar, 2017     12420

ჟურნალიტს ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი სსმ-ის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის გადახდა. მოსარჩელე მხარის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ეკა მიშველაძის „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

სხდომაზე მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, რის შემდგომაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდგომაც, ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში ეკა მიშველაძის ინტერესებს საია იცავდა. საიამ მოითხოვა, სასამართლოს ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ, დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულად ჩაეთვალა. ასევე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იყო ეკა მიშველაძისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და დისკრიმინაციის კუთხით, 3 000 ლარის გადახდა.

მაუწყებლის იურისტის თქმით, მოსარჩელეს არ გააჩნდა არგუმენტები, რომ მისი გათავისუფლება კანონის ფარგლებში არ მომხდარა. დიმიტრი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სასამართლოს მიერ გაჟღერებული მოტივაცია მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით.

რაც მთავარია, სასამართლომ დისკრიმინაციის მოტივი გამორიცხა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, - აცხადებს ბერძენიშვილი.


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42