ქუთაისში მაღაზიის მძარცველი თანამშრომელმა გოგონამ სცემა
სამართალი - 15:21, 22 Mar, 2017     44596
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა, მიმდინარე წლის 21 მარტს, 24 საათზე მოხდა. დაყაჩაღების მცდელობის დროს შენობაში სასურსათო მაღაზიის ორი თანამშრომელი განმარტავენ, რომ მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც თანხის გამოძალვა სცადა.

"ახალგაზრდა ბიჭი კეპის ქუდით და დანით ხელში შემოვარდა და ჩვენი შეშინება სცადა. ალბათ ეგონა, რადგან გოგოები ვიყავით შეგვაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. არ შევშინდი და საკუთარი ხელებით ვცემე. ისეთ დღეში ჩავაგდე პატრულის მოსვლას ნატრულობდა. ამასობაში მეორე თანამშრომელმა პატრულს გამოუძახა და ისიც 10 წუთში მოვიდა", - ამბობს მარკეტის თანამშრომელი.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ პირი რომელმაც მარკეტის დაყაჩაღება სცადა, ამავე უბანში ცხოვრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა წარსულშიც ნასამართლევია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში ბუხაიძის ქუჩაზე მარკეტის დაყაჩაღების მცდელობას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში პირს ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო www.kutaisipost.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42