სამტრედიის სასამართლომ ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო
სამართალი - 13:54, 22 Mar, 2017     1260
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობის ფაქტზე ა.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ წარსულში მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ა.მ.-მ ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა. 2016 წლის 30 დეკემბერს ყოფილი მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლომ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ა.მ.-მ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის იანვარში ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ სახლში რამდენჯერმე მიუვარდა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ა.მ. 2017 წლის 17 იანვარს, ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჩადენილი არაერთგზის) და 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარედგინა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ა.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42