მისი თქმით, ამ ეტაპზე ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს.
„ამ ფაქტზე, შესაბამისად, განცხადებით მომართეს საქართველოს პროკურატურას და ამ ფაქტზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოგროვება და მას შემდეგ, რაც მოგროვებული იქნება ინფორმაცია, რათა მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.
საია-ს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით უნდა დაინტერესდნენ, რადგან შესაძლოა ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
მასალის გამოყენების პირობები






