ხვალ, 20 მარტს, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება
სამართალი - 21:15, 19 Mar, 2017     1857
თბილისი საქალაქო სასამართლოში პროცესი 13:00 საათზე დაიწყება და მოსამართლე ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით წართმევის საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს. წინა სხდომაზე სასამართლოს სკანდალური ჩვენება გამოძიების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა მისცა.

სასამართლომ ასევე, დაკითხა ბრალდების კიდევ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ნოტარიუსი ნუნუ გინტური, რომელმაც 2004 წლის 7 დეკემბერს ის სანოტარო მოქმედებები განახორციელა, რომლებითაც ტელეკომპამია „იბერიას“ ლიცენზიის მფლობელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარისა და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, დიმიტრი ქიტოშვილის მეზობელი ვინმე დავით კაკაურიძე გახდა.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და , რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროლურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვს წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.

„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42