ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციების ფარგლებში, ქართული „მაფიის“ 48 წევრის დაკავება მოხდა. სპეცოპერაციები ჩატარდა მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში.
ამოღებულია 600-მდე საიუველირო ნაწარმი, ელექტროტექნიკა, 13 ათასი ევრო, დოკუმენტები და ძარცვაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები.
ესპანელი სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებს 40-ზე მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი მადრიდსა და მურსიაში, ასევე მკვლელობა საქართველოში. ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში. მათივე ცნობით, ამ სპეცოპერაციისა და დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გაიხსნა.
ესპანეთის პოლიცია ამა წლის 31 მარტამდე , ამოღებულ ნივთებს მადრიდის პოლიციის შტაბ-ბინაში გამოფენს, სადაც დაზარალებულები საკუთარი ნივთის ამოცნობას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






