ამის შესახებ ადვოკატი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს:
მოდით, ერთად გავშიფროთ პროკურორების მიერ ბოლო დღეებში მედიასთან გაკთებული "ცრუ" ინტერვიუ– კომენტარები!
1) ბატონი ჯარჯი წიკლაური(პროკურორი) გუშინ მამაოსთან დამთავრებული დაკითხვის შემდგომ გამოდის ციხიდან, ხელში უჭირავს 29 ფურცელზე დაბეჭდილი ბოლო ჩვენების ბოლო ნაწილი (რომ არაფერი ვთქვათ პირველი 33 ფურცლიან ჩენებაზე) და ჯერ კიდე ციხის კედლების ფონზე აკეთებს განცხადებას, "მამა გიორგი მამალძის მიერ მიცემული ჩვენება არის სიცრუე და დანაშაულის სხვაზე გადაბრალება", იმ ფონზე რომ მისი პირდაპირი კანონის მიერი მოვალებაა ყველაზე მინიმუმ გადაამოწმოს გამოძიებით ამ ჩვენების სისწორე და მერე თქვას ეს. ესე რომ სახეზე გვაქს არა მარტო საზოგადოების მოტყების მცდელობა, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება!
2) წინა კვირაში ბატონი ჯარჯი წიკლაური აცხადებს ციხიდან გამოსული რომ მამა გიორგი მამალაძემ ჩვენებაზე მას შემდგომ თქუა უარი, რაც მწვავე კითხვები დაუსვეს, არა და იმ დღეს მამაო ავად იყო და საერთოდ არ შესულა დასაკით ოთახში წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროვოს, ოქმი სადაც მწვავე კითხვების დასმის შემდგომ რომ დაკითხვა შეწყდა. ოქმი ამის შესახებ ვერ გაასაჯაროვდება ვინაიდან არ არსებობს ბუნებაში ეგეთი და ეს განცხადება არის სიცრუე!
3) პროკურატურამ ჩაატარა საგანგებო ბრიფინგი, სადაც გასაჯაროვდა ერთადერთი ვითომ მტკიცებულება, დაჭრილი აუდიო ვიდეო მასალა, რომლის ჯერ ავთენტურობა ექსპერტიზას არ დაუდგენია და მეორეც ეს ვიდეოც დაჭრილი და დამახინჯებული ყოველგვარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გასაჯაროვდა. ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი, სადაც მამაო ამბობს რომ შორენა "დასაბრედია" და გაასაჯაროეს. ამ საუბრის დიალოგი კი სინამდვილეში ესეთია რეალურად. თან ჯერ კიდე ავთენტურობა დაუდგენელ ვიდეოზეც კი – ირაკლი მამალაძე ეუბნება მამაოს პატრიაქს ვინ ახლავს? მამაოს პასუხი 12 ადამიანი, – ირაკლი მამალაძე შორენა იქაა? მამოს პასუხი კი იქაა. –ირაკლი მამალაძე ე.ი მაინც ჩაძვრა ხომ შორენა? არა რა ეს ქალი გასანეიტრალებელია, ეგ ქალი კარგს არ იზამს, მაგრამ მაგ ქალის განეიტრალება არ იქნება მარტივი, თვით უწმინდეს რეებს უბედავს და ყვება საშინელ ისტორიებს თუ რეებს უბედავს უწმინდეს შორენა! ირაკლი მამალაძის ამ საუბრის შემდგომ მამაო ამბობს ერთადერთ ფრაზას ამ ისტორიებით აღშფოთებული და გამოთქვამს მის პიროვნულ შეფასებას შორენას მიმართ, "შორენა მაინც ჩაძვრებოდა იქ პატრიაქთან, ეს ქალი დასაბრედია რა". აქ სადმე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი? მაგრამ პროკურატურამ ვერ გაბედა ეს დიალოგი სრულად გამოექვეყნებია და მხოლოდ "დასაბრედიას" ნაწილი გაუშვა
4) ეს ვიდეო ჯერ კიდე ჩაწერილია 40 დღის წინ, ჯერ კიდე მამაოს დაკავებადე, ანუ გამოდის რომ პროკურატურამ ამ 40 დღეში ვერაფერი მტკიცებულება ვერ მოიპოვა! შესაბამისად არც საქმის მასალაშია.
5) პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადება მედიასთან მამა გიორგ მამალაძემ გამოიტანა სესხი იმ დღეებში და დაუდგენელ ვითარებაში დახარჯა, გულისხმობს ციანიდი იყიდა. ესეც სიცრუეა, სამქეში დევს თითეული თეთრი თუ სად დახარჯა მამაომ ეს ფული და ისიც რომ ამ ფულის დიდი ნაწილი არც კი გამოუტანია და მის ანგარიშზეა. ანუ არანაირი ციანიდი არ უყიდა ამ ფულით! გპირდებით როცა დრო მექნება გავაგრძელებ მათი ცრუ განცხადბებეის მხილებას!
მასალის გამოყენების პირობები






