რატომ აიღო გერმანიაში გამგზავრებამდე დეკანოზმა 30 000 ლარი სესხი - დაკავებული სასულიერო პირის დაკითხვა გრძელდება
სამართალი - 17:44, 13 Mar, 2017     17626
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება.

შესვენებისას დაკავებულის ადვოკატებმა განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებს ციანიდის შეძენის თაობაზე კითხვები არ დაუსვამთ.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების შესახებ უსვამს კითხვებს დაკავებულს.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა აინტერესებდათ პროკურორებს, მამა გიორგის უფლებადამცველებმა საუბარი არ ისაუბრეს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ჯერჯერობით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი არ ფიგურირებს.

“პროკურატურის კითხვებს ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ყველა ამ კითხვას მამა გიორგიმ გასცა ამომწურავი პასუხი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა. ციანიდზე იყო კითხვები, თუმცა ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი, ჯერჯერობით ეგ კითხვა არ დასმულა” - აღნიშნა რამიშვილმა.

რამიშვილმა დღეს ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ გამოძიებამ წმინდა სინოდის წევრებიც უნდა დაკითხოს.

„უნდა მოხდეს სინდოდის ბევრი წევრის დაკითხვა“ - განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე 30 000 ლარის ოდენობის სესხის აღებას, დაცვის მხარე ადასტურებს, რომ დეკანოზმა ეს სესხი გამოიტანა, თუმცა რა მიზნით, მათთვის ჯერ უცნობია.

რამიშვილის განცხადებით, „კრედიტის აღება დანაშაული არ არის“.

“საუბარი იმაზე, რომ ვინმეს უნდა გადმოეგზავნა ფული და შემდეგ მოხდებოდა ციანიდის შეძენა, სრული აბსურდია. ადამიანმა კრედიტი აიღო, იყო წასასვლელი თანხა, კრედიტისაღება დანაშაული არ არის”, - აღნიშნა რამიშვილმა.

ე.წ. მატროსოვის დაწესებულებიდან არ გამოსულა საქმის პროკურორები. ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა 10:00 საათზე დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42