„მოსახერხებელი დრო შეირჩა ორშაბათი, დილის 10 საათზე დაიწყება დაკითხვა რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის სამუშაო საათები გვექნება იმისთვის, რომ მამა გიორგიმ კითხვებს უპასუხოს რაც შესაძლებელია ამომწურავად და გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელთაც პროკურატურა დამატებით კითხვებად თვლის.“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ რ2-თან საუბარში.
ჟურნალისტის კითხვაზე გულისხმობდა თუ არა დეკანოზი მამალაძე იმ ადამიანში , რომელიც შაქარს არ ჭამს და რომელთან მიმართებაშიც ციანიდის გამოყენება უნდა მომხდარიყო, შორენა თეთრუაშვილს, ადვოკატმა გაანცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ აქვს, რადგან ეს საქმის შინაარსობრივ მხარეს წარმოადგენს და მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს:
„მე ვერ გიპასუხებთ იგულისხმა თუ არა შორენა თეთრუაშვილი იმ ადამიანში, რომელიც ტკბილს არ ჭამს.“- განაცხადა ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






