სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა დასრულდა
სამართალი - 17:00, 08 Mar, 2017     5217

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა. მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარსდგენენ. მხარეებს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ფაქტების წარსადგენად 30 წუთი მიეცათ.

სხდომაზე პირველი სიტყვით ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გამოვიდა. ფილიპ ლიჩმა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე ისაუბრა. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებას სურდა მერაბიშვილი ჩამოეშორებინა პოლიტიკური პროცესებიდან.

ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ როგორც მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ისაუბრეს საქმეებზე, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ განხილვასთან. მათ პრაქტიკულად მოსამართლის კითხვაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს, რომ დიახაც მერაბიშვილის მიმართ კითხვები არსებობდა, არ გაგვიყვანია, მაგრამ კითხვები გვქონდაო. მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე. პირიქით მათ სასამართლოს მიუტანეს გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ ეს მოქმედებები დაასრულა მათივე მტკიცებით 01 საათსა და 25 წუთზე, ხოლო მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდგომ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საუბარი გირგვლიანის საქმით დაიწყო, შემდეგ კი მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც ექსპრემიერის საკნიდან გაყვანას ეხება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ როდესაცვასაჩივრებდით. ისევე ახლა როდესაც შუალედში, დასაშვებობის ცნობიდან დღემდე გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს, თუმცა რა საკვირველია უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42