სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა დღეს დაიწყება
სამართალი - 09:57, 08 Mar, 2017     1947
დღეს, 8 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა ივანე მერაბიშვილის საქმეზე, საქართველოს მთავრობის საჩივარს განიხილავს. სასამართლოს დიდი პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით ხვალინდელ ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვას თავიდან დაიწყებს.

საქართველოს მთავრობის საჩივრის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მერაბიშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

„8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს და შეფარული პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებას. შემდგომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დიდ პალატაში და ჩვენ დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გვაქვს ხვალ. დიდი პალატა იმსჯელებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე და დაადგენს მერაბიშვილის საქმეზე დაირღვა ევროპის კონვენცია თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ამგვარი დადგინდება შემდგომ ხელისუფლებას მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება და ასევე სხვა ყველა პოლიტპატიმრის საქმის გადახედვა,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, 2016 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. თუმცა, გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით. საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42