სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი გამოეხმაურა
სამართალი - 21:14, 07 Mar, 2017     20715
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლიც „რუსთავი2“-ის საქმეზე აღსრულების ღონისძიების საქმის განხილვის დასრულებამდე შეჩერებას ეხებოდა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია გამოეხმაურა. როგორც ადვოკატმა მოამბესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა ამ ეტაპზე ის არ იცნობს მასალებს რომელიც მომჩივანმა და მოპასუხე მხარე-სახელმწიფომ სასამართლოში წარადგინა. ხალვაშის მხარე კვლავ საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს:

„ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით მხოლოდ ფაქტი რომ აღსრულების შეზღუდვა საქმის განხილვის დასრულებამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე ჩვენ გადაწყვეტილების შინაარს არ ვიცნობთ, არც ის ვიცით თუ რა მასალები წარადგინა მომჩივანმა და მოპასუხე მხარე-სახელმწიფომ. სწორედ ამიტომ ვითხოვდით მესამე მხარედ ჩართვას, რომ ჩვენი პოზიციები წარვადგინოთ სასამართლოში.“- განაცხადა სალიამ.

ადვოკატის თქმით მას არ შეუძლია ისაუბროს, თუ როდის შეიძლება დაასრულოს ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმის განხილვა, რადგან კონკრეტული ვადები კონვენციით განსაზღვრულია არაა. ამასთანავე სალიამ იმ პროცესებზეც ისაუბრა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ მომავალში გამოტანილ განაჩენს მოჰყვება საქართველოს სასამართლო სისტემაში.

„სტრასბურგის სასამართლო მფლობელის შესახებ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს ეროვნულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს იმაზე დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება რ2-ის წარმომადგენლების მიმართ. თუ ამას ასე ჩათვლის ეს საქართველოში პროცესის ხელახლა დაწყების საფუძველი გახდება და არა გადაწყვეტილების გაუქმების.“- განაცხადა სალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42