ბათიაშვილის თქმით, სააკაშვილი „იბერიას“, რომელიც დამოუკდიებელი ტელევიზიაა, ვერ აკონტროლებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მის მფლობელებზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით მოეხდინა. მოწმის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუუფის“ სხვა კომპანიებშიც სპეცრაზმი უშუალოდ სააკაშვილის მითითებით შევიდა.
„ყველაფერ ამას ბევრი მიზანი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ხელისუფლებას უნდოდა, საზოგადოება დაეშინებინა. საერთოდ, ეს პირველი იერიში იყო დამოუკიდებელ მედიასა და ბიზნესზე,“ - აღნიშნა სასამართლო პროეცესზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობდა, რომ ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საკონტროლო პაკეტი. სწორედ ამ მიზნით, ბათიაშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილთან რამდენჯერმე ბადრი პატარკაციშვილი მივიდა. ამავე კონტექტსში ბათიაშვილმა ქიბარ ხალვაშიც ახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი აწარმოებდა და ეუბნებოდა ზაზა ოქუაშილს, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წილები დაეთო.
„თავიდნა ლაპარაკი 51 პროცენტზე იყო, თუმცა შემდეგ პროცენტები გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, 60-65 პროცენტს ითხოვდნენ. ამ წილის უმეტესობა თავად სააკშვილზე უნდა გადაფორმებულიყო, რაზეც ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო მოხდა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ სპეცრაზმის შეჭრა,“ - აღნიშნა მოწმე ირაკლი ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და , რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროლურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვს წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები






