„მტკიცებულებათა შეფასებით ხდება იმის გარკვევა რამდენად ამყარებს ესა თუ ის მტკიცებულება ბრალს. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ჩვენება, რაც მე წავიკითხე, ორი ჩვენება აქვს მიცემული. პირდაპირ უთითებს იმას რომ, გონიერება თუ ეყოფათ საქმე უნდა შეწყვიტონ. ბრალი წაყენებული აქვს შემდეგი მოტივაციით: ანგარება და იმ ადამიანის მოშორება რომეიც კარიერულ წინსვლაში ხელს უშლიდა. აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული, არანაირი ხელის შეშლა და ანგარება არ იყო. მათ ქონდათ სტაბილური ურთიერთობა. ჩვენების მიხედვით მე დაპირისპირებას ვერ ვხედავ და ადამიანებს შორის თუ რაიმე საკითხზე არის კამათი ეს დაპირისპირებას არ ნიშნავს. გარდა ამისა არის ბევრი ისეთი ნიუანსიც, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არათუ არსებულ პრობლემას ემსახურება საპატრიარქოში, არამედ ეს არაპროფესიონალურად დაგეგმილს გავს.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით ყველა ჩვენებებით რაც საქმეშია და მათ შორის შორენა თეთრუაშვილის ჩვენება ამას ვერ ამტკიცებს, თეთრუაშვილის ჩვენებაში არ ჩანს რომ ის ამ საქმეში რაიმე ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






