„უსაფრთხოების საკითხი პირდაპირ კავშირშია მამა გიორგი მამალაძის ჩვენების მიცემის გაგრძელებასთან. როგორც მისი ოჯახის წევრები მეუბნებიან მათ პროკურატურასთან კომუნიკაცია აქვთ და ეს საკითხი დაიძრა. თუ ეს საკითხი გადაწყდა ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე მზადყოფნას გამოვთქვამთ, ამომწურავად ვისაუბროთ ჩვენებასთან დაკავშირებით“- განაცხადა ფანცულაიამ.
ადვოკატის თქმით ის უკვე გაეცნო პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას, გიორგი ფანცულაიას განცხადებით ამ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო ირონიის მომგვრელია ის, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალდებულია და შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული:
„შორენა თეთრუაშვილის მტკიცებულებებს გავეცანი, ის შეტანილი მქონდა მამა გიორგისთანაც, რაც შემიძლია ამაზე გიპასუხოთ არის ის, რომ მისი ჩვენების შემდეგ კიდევ უფრო ირონიის მომგვრელია რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალდებულია და შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული.“- განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






