ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს - იგი რუსთავი 2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს, აღნიშნული მიზნით, ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგში იმყოფებიან. ბიზნესმენმა წერილობითი მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოშ უკვე შეიტანა.
ტელეკომპანიის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ვეოსასამართლოს წესები ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმიტ, რუსთავი 2-ის მხარეს სარჩელი არ წარუდგენია და მხოლოდ დროებითი ღონისძიება იქნა მოთხოვნილი.
„ჩვენ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, კონვენციის 36-ე მუხლის შესაბამისად მესამე მხარის ჩართვის თაობაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ საქმის უპრეცედენტულობაზე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ ეს შეჩერება ძალაში დარჩება, ანუ ახლა საუბარი იმაზე, რამდენიმე დღიტაც რომ შეაჩეროს სასამართლომ,ე ს არის უპრეცენდენტო მოვლენა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა ჩვენს ნაწილშიც მოხდეს გარკვეული გამონაკლისის დაშვება“, - განაცხადა პაატა სალიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






