"შეიძლება ითქვას მამა გიორგის დაკავება კი არა, მოტაცება მოხდა" - რა დარღვევებზე საუბრობს ადვოკატი
სამართალი - 16:00, 06 Mar, 2017     2083
მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძის დაკავების დროს მთელ რიგ პროცედურულ დარღვევებს ქონდა ადგილი. ამის შესახებ განცხადება მიხეილ რამიშვილმა ე.წ „მატროსოვის ციხიდან“ გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ადვოკატის თქმით, პირები რომლებმაც დეკანოზი დააკავეს, მამა გიორგი მამალაძეს იმ ტრანსპორტში ელოდებოდნენ, რომელსაც ის თვითმფრინავამდე უნდა მიეყვანა და დაკავების დროს მასზე გარკვეული ფიზიკური შეხებაც მოახდინეს:

„მამა გიორგი დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას რომ მოტაცება იყო. იმიტომ რომ, როდესაც მანქანაში ჩაჯდა და აპირებდა თვითმფრინავამდე მისვლას. ის 4-5 პიროვნება უკვე წინასწარ იქ იყო. ესენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გარკვეული ფიზიკური შეხებაც კი განახორციელეს მამა გიორგიზე.“- განაცხადა რამიშვილმა.

დეკანოზ მამალაძის უფლებადამცველის განცხადებით, მამა გიორგის პროკურატურაში მიყვანის შემდეგ განუცხადეს, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის იყო დაკავებული, როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ერთ-ერთი პირი ვინც მამა გიორგის აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა მამუკა ვასაძე იყო:

„როდესაც მივიდა პროკურატურაში და გაეცნო როგორც მამუკა ვასაძე განუცხადეს, რომ იყო პატრიარქის მოწამვლის მცდელობისათვის.“- აღნიშნა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის მცდელობას მანამდე ქონდა ადგილი, ვიდრე მისი ჩანთის შემოწმება მოხდებოდა. ამასთანავე ადვოკატი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ გაურკვეველია სად იყო დეკანოზის ჩანთა 9სთ 40 წთ-ის განმავლობაში.

„ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბრალდებული არის დაკითხული წინასწარ, სანამ მოხდებოდა ჩანთის შემოწმება. ეს არის ნონსენსი, სანამ მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ერთი ინფორმაციისა, მანამ ჩანთას არ სინჯავენ. ჯერ დაკითხეს სადაც დუმილის უფლება გამოიყენა. 9სთ 40 წთ ჩანთა სად იყო დღემდე დაუდგენელია.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, ამ საქმეში დაზარალებულად არა პატრიარქი , ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, არამედ საპატრიარქოს მდივან რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი ცნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42