“დაგეგმილია ერთი პროცედურა და ველოდებით პასუხს მთავარი პროკურატურიდან, ოჯახის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, შემდეგში უკვე იქნება დაკითხვის პროცესის გაგარძელება. რაც შეეხება მეორე საკითხს არის რაღაც თემები, სერიოზული პროცესუალური დარღვევები და ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გავივლით“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ვერსიასთან დაკავშირებითაც, რომ მამა გიორგი მამალაძის სახლში აღმოჩებილი იარაღი პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.
„შესაძლებელია, ყველა ვერსიას გააჩნია არსებობის უფლება“- აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, არის მცდელობები რომ ის საქმეს ჩამოაშორონ:
„ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმედან მოყოლებული, კარგად მახსოვს რა მცდელობები იყო რომ საქმიდან ჩამოვეშორებინე, მაგრამ ვერ ჩამომაშორებენ, მაგის პირობას ვაძლევ პროკურატურას“- განაცხადა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






