,,მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია მძიმე ბრალდებით დააკავეს
სამართალი - 23:11, 04 Mar, 2017     45885
კომპანია ,,მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია მძიმე ბრალდებით დააკავეს.
ბრკალაიას დაკავება ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, მათე მოტორსის“ მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 144-ე მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაა დაკავებული. დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ბარკალაიას გუშინ სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

,,კურიერის“ ინფორმაციით, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

გელა ბარკალაია 2009 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დააკავეს. მაშინ ბიზნესმენს რამდენიმე მანქანა ჩამოართვეს. ქონება ბიზნესმენს 2015 წლის 24 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ დაუბრუნა. „მათე მოტორსის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ გელა ბარკალაიას 10, დანარჩენ ორ მოქალაქეს კი ორი ავტომანქანა დაუბრუნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42