სალიას თქმით, იგი არ არის ინფორმირებული აღნიშნული შეთანხმების დეტალებზე, ამიტომ არც ადასტურებს და არც უარყოფს, მისი თქმით, ის რომ თავად არ არის საქმის კურსში არ ნიშნავს, რომ შეთანხმება იმავე ფორმით დარჩა ან რაიმე შეიცვალა მასში:
„რაც შეეხება შეთანხმებას აქიმიძეს, დვალსა და ხალვაშს შორის, ვერაფერს დავადასტურებ ან უარვყოფ, რადგან არ ვარ ამ ნაბიჯების მონაწილე. ამ შეთანხმებაზე იყო საუბარი 2015 წელს, ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ რაიმე ფორმით ან რაიმე სახით არის შეცვლილი შეთანხმება, მაგრამ დეტალებზე, პროცენტებსა და პირობებზე არც ინფორმაცია მაქვს ბოლომდე და არც ვარ უფლებამოსილი ვისაუბრო. ჩემთვის უცნობია რაიმე ცვლილებების შესახებ ამ შეთანხმებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი იმავე ფორმით არსებობს ან არ არსებობს, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
რაც შეეხება საჯარო რეესტრში სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშის მფობელობაში გადასვლის საკითხს, სალიამ აღნიშნა, რომ შესაბამის საბუთებს რეესტრში ორშაბათს შეიტანენ:
„განაცხადს საჯარო რეესტრში ორშაბათს შევიტანთ და ერთ სამუშაო დღეში უნდა აისახოს წესით ცვლილება“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






