"ვანო მერაბიშვილს სტრასბურგის სასამართლოში მოწმედ სახალხო დამცველი დაუდგა"- წულუკიანი
სამართალი - 12:02, 02 Mar, 2017     7735
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, სადაც დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე საქართველოს სახალხო დამცველია. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „მთავარში“ გააკეთა.

8 მარტს გაიმართება ზეპირი განხილვა დიდ პალატაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, რადგან დიდი პალატის პროცედურა გაცილებით სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი პალატის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები კენჭს უყრიან გადაწყვეტილებას, ჩვენ გადაწყვეტილება წერილობითი და მოტივირებული გამოგვიცხადდება ან ალბათ, რამდენიმე კვირაში, ან რამდენიმე თვეში. ჩვენ მივდივართ სტრასბურგში როგორც მხარე, არგუმენტებით. სიახლე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ, მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში, მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ოთარ კახიძის ხელით, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატია. სახალხო დამცველი მხარს უჭერს, და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, ასე ვთქვათ, მოწმედ დაუდგა მას, რბილად რომ ვთაქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი მოწმის პირობებშიც კი დავამტკიცოთ ის, რაც არის ნამდვილად სიმართლე“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ საქმეზე გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ გამოიტანეს, ის ციხიდან ვადაზე ადრე მაინც ვერ გათავისუფლდება.

„რომც წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე დარღვევა დადგინდა მერაბიშვილის საქმეზე დიდ პალატაში, ეს ვერავითარ შემთხვევაში მის გამოსვლას ვადაზე ადრე ვერ გამოიწვევს, მანამ სანამ მას მისჯილი აქვს სასჯელი. აქ საუბარი შეიძლება იყოს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებაზე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებულია ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

ევროპული სასამართლოს კოლეგიამ განხილვისთვის დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება.

საუბარია სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის (2016 წლის 14 ივნისის) გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და კონკრეტულად, აქცენტი კეთდება ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42