"ფაშისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? იფიქრეთ მამა გიორგის სიცოცხლეზე"- ადვოკატის სკანდალური განცხადება
სამართალი - 16:40, 28 Feb, 2017     12137

ე.წ „მატროსოვის ციხეში“ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ შედგა. ადვოკატების თქმით დეკანოზი ცუდად მოულოდნელად გახდა, თუმცა პროკურატურამ დაცვის მხარე და ბრალდებული დაკითხვის შეგნებულად ჩაშლაში დაადანაშაულა. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურას ამ ბრალდების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იმის გამო, რომ ვიღაცის ანგარება სხვას გადაბრალდეს, დაუშვებელია ბრალდებულს ფაშისტური მეთოდების მსგავსად მოექცნენ და ჯანმრთელობის ნებისმიერი მდგომარეობის დროს დაკითხონ:

„მამა გიორგი ჩემთან ერთად იყო, როდესაც ჩემი კოლეგები შემოვიდნენ და მზად ვიყავით დაკითხვის დასაწყებად. შევამჩნიე, რომ შეუძლოდ იყო, ადამიანს კანკალი დააწყებინა, ექიმმა მითხრა, რომ სჯობს დაისვენოს და არა შეისვენოს. როდესაც პროკურორი შემოვიდა ექიმმა დასვენება გადადო შესვენებად. როგორ უნდა შეისვენოს როდესაც დაკითხვა არაა დაწყებული. ექიმს რომ ვეკითხებოდი 35,4 ნორმალურია? შეიძლება ინდივიდუალურად ყველას ქონდესო, წნევა ნორმალურია? შეიძლება სტრესის ბრალი იყოსო. ამ დროს პროკურატურა გამოდის და ოქმს აკეთებს შემდეგი შინაარსით, რომ თურმე მამა გიორგი უარს იძახის. მაინცდამაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს? რა მიზანი უნდა გვქონოდა? მაშინ აღარ გვექნებოდა მოთხოვნა, რომ დღეს დაკითხულიყო. ადამიანი შეუძლოდაა და ჩვენ გენიალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ თურმე შეუძლებელი არაფერია. კანკალებს ადამიანი და ამიხსენით ბოლოს და ბოლოს 40-იანი წლების ფაშისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კონცლაგერებს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი ანგარება გადააბრალოს სხვას? მე არ მესმის. აღარ ვიცი უკვე სად ვცხოვრობთ“- განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილი სასულიერო პირებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ იფიქრონ მატი სულიერი ძმის სიცოცხლეზე, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი:

„მე პირდაპირ მინდა მივმართო სასულიერო პირებს, მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვიძახი სანამ კიდევ რწმენა მაქვს, მე პირადად მიშიკო რამიშვილს, კეთილი ინებეთ და იფიქრეთ თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე. არსად არ მიდის მამა გიორგი, ის თავის სიმართლეს ბოლომდე დაადასტურებს. ყველაფერი ყველაფრისგან მოსალოდნელია. სასულიერო მამებს მოგთხოვთ და გთხოვთ, იფიქრეთ მამა გიორგის სიცოცხლეზე, რწმენა არ დამაკარგვინოთ, ღმერთი მაღალია ყველაფერს ხედავს“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42