„დღეს ადვოკატები ვიყავით მთავარ პროკურატურაში მისულები და ჩავაბარეთ განცხადება მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ გაგრძელდეს მისი დაკითხვა და ვფიქრობ დღესაც დიდი მოცულობით დაკითხვა იქნება.“- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ფანცულაიას თქმით ის დაკითხვის პროცესის დასრულებამდე ვერ ისაუბრებს იმ გვარებზე, რომლებიც დეკანოზმა დაკითხვის დროს დაასახელა:
„ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავასახელებ, სანამ დაკითხვის პროცესი არაა დასრულებული. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი.“- აღნიშნა ფანცულაიამ.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ დეკანოზისგან ჩვენების მიღების შემდეგ მთავარი პროკურატურა ბრალის ფორმულირებაზე დაფიქრდება:
„ჩვენ პოზიტიურად ვარ განწყობილი მამა გიორგის ჩვენებასთან დაკავშირებით და იმედია საქართველოს მთავარი პროკურატურა რეალურად დაფიქრდება ბრალის ფორმულირებასთან დაკავშირებით. მან მითხრა რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მასზე ზეწოლა არ ყოფილა და რაც დაგეგმილი ქონდა იმ ჩვენებას აძლევს.“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ ამომწურავი პასუხები გასცა ციანიდის და იარაღის საკითხთან დაკავშირებით და თავი შეიკავა ზოგად შეკითხვებზე პასუხისგან და სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხთან დაკავშირებით მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. პროკურატურისგან შესაბამისი გარანტიების მიცემის შემთხვევაში კი, ის ამ კითხვებსაც უპასუხებს.
მასალის გამოყენების პირობები






