„მე ვფიქრობ , რომ მან ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს. აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ის რომ მარტო არ მოქმედებდა ეს ჩანს და რა თქმა უნდა მომავალშიც გამოჩნდება.“- განაცხადა მამალაძემ.
მისი თქმით დეკანოზ მამალაძესთან მას საქმიანი ურთიერთობა ქონდა შემდეგ კი როდესაც საფრთხე გამოიკვეთა, თავდაცვის მიზნით ჩანაწერი გააკეთა:
„ბოლო პერიოდში მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, ანუ ეს უკავშირდებოდა ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას, შემდეგ კი ეს გადავიდა არაჯანსაღ ურთიერთობაში და ის რაც გამოიკვეთა და რა საფრთხეც მე დავინახე, ეს შემდეგ მე მტკიცებულების სახით მოვიპოვე და ამის შემდეგ მივედი საგამოძიებო ორგანოში.“- აღნიშნა მამალაძე,
ირაკლი მამალაძის განმარტებით, ის საკიტხი, რომ საფრთხე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირს ეხებოდა, განმცხადებლის მიერ იქნა საგამოძიებო ორგანოში დაფიქსირებული:
“განმცხადებლის მიერ იქნა დაფიქსირებული, რომ იგეგმებოდა უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ“- განაცხადა მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






