„რაც შეეხება უსაფრთხოებას, იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ზოგადად ამ თემას ეხებოდა, რაზეც მამა გიორგიმ ამ ეტაპისთვის შეიკავა თავი მარტივი მიზეზის გამო. ის ითხოვს საქართველოს მთავარი პროკურატურსგან ამ კითხვებისთვის პასუხის გასაცემად მაქსიმალურ უსაფრთხოებას, რაზეც ჩვენ წერილობით უნდა მივმართოთ. უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება, ამ კითხვებსაც გასცეს პასუხი, მაგრამ ეს არ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ისე, რომ მამა გიორგი არ სცემს პასუხებს სრულად. მამა გიორგი მისი ბრალდების მიმართ აბსოლუტურად სრულყოფილად სცემს პასუხებს. უბრალოდ, ამ თემასთან დაკავშირებით საკითხებზე იყო დამატებული კითხვები, რაზეც მან უთხრა, რომ რამდენიმე კონკრეტულ კითხვას გასცემს მაშინ პასუხს, როცა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ამოსავალი წერტილი მისთვის არის ოჯახის უსაფრთხოება და შემდეგ მისი პირადი.“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






