დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებას პასუხობს, მიხეილ რამიშვილის თქმით პროკურატურა ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს 5 ჯერ შესთავაზეს დაკითხვა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა. მისი თქმით , იმ დღეს როდესაც შესაძლებელი იიყო სასულიერო პირის დაკითხვა, ამას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუშალა, დააგვიანდა ექსპერტს, შემდეგ კი ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღების პროცესი 45 წუთის ნაცვლად 2:30 საათი გაჭანურდა. ნიმშების აღების შემდეგ კი მიუხედავად ადვოკატების და ბრალდებულის მხრიდან მზადყოფნის გამოცხადებისა, გამომძიებლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მაინც დატოვეს.
მიხეილ რამიშვილის ციანიდის არსებობის ფაქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ მომწამლელილ ნივთიერების საქმეში არსებობის ფაქტს.
მასალის გამოყენების პირობები






