„როგორც პროკურატურა ამბობს მამა გიორგის დაკავებით გადარჩა სახელმწიფო, აქედან გამომდინარე როდესაც მომდევნო ორი დღე შაბათ-კვირაა და ის ვერ დაიკითხება, და ორშაბათსაც დაიკითხება თუ არა ეგეც გასარკვევია, შესაბამისად აუცილებლად მიგვაჩნდა დაცვის მხარეს და უპირველესად თავად მამა გიორგის რომ ის დაკითხულიყო. მე პროცესუალური ნორმების დარღვევას ვერ ვხედავ ვინაიდან 7 საათი ხდებოდა, როდესაც ექსპერტიზა დამთავრდა და 10 საათამდე თავისუფლად შესაძლებელი იყო დაკითხვა. მაშინ როცა არსებობენ მეორე და მესამე ხარისხოვანი მოწმეები, რომლებიც 10 საათის შემდგომ არიან დაკითხულნი. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ეჭვი იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, ამ შაბათ-კვირას, როცა ჩვენ დაცვის მხარე ვერ მოვახერხებთ მასთან შესვლას და მის უსაფრთხოების ჩვენი თვალით ნახვას, რაიმე სახის ფსიქოლოგიური ან რაიმე სახის ზეწოლა მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ კურიერთან სატელეფონო საუბრისას.
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სამართალდამცავებისგან სასულიერო პირის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს:
„ეჭვი რომ მამა გიორგის შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს უნდა იყოს დაუყოვნებლივ აღმოფხვრილი. გარდა ამისა შსს იქნება თუ ნებისმმიერი ძალოვანი სტრუქტურა, კეთილი ინებონ, ჩაბრძანდნენ და მამა გიორგის ოჯახის წევრებს უსაფრთხეოება შეუქმნან. კეთილი ინებეთ, ჩაბრძანდით და მიხედეთ მისი ოჯახის თითოეულ წევრს. მდგომაროება არის შემდეგი, როდესაც გამოძიება არაა დაინტერესებული იმით, რომ რა ჩვენება შეიძლება მისცეს მამა გიორგიმ, მაშინ როდესაც მე ჩემ კოლეგებთან ერთად განვაცხადე, რომ მისი ჩვენება ამოაყირავებს მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლიანობას.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ე.წ მატროსოვის ციხეში გამომძიებლები იყვნენ შესული , რომლებმაც ექსპერტიზისთვის მამა გიორგისგან ნიმუშები აიღეს, აღნიშნული პროცედურები 7 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც გამომძიებლების მხრიდან დაკავებული დეკანოზის დაკითხვა აღარ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები






