ტელეკომპანია “იბერიის” ინფორმაციით ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ხელწერილი, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საქმის ერთ-ერთ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ხელწერილით სთხოვს ციანიდის მოპოვებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე გამოძების მიერ ექსპერტიზაა დანიშნული და გამომძიებლები ბათუმში მუშაობენ.
"ნიუპოსტი" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი ხელმძღვანელობდა, პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სასწავლებლის დირექციას მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერის გადაცემა მოსთხოვეს.
სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძე აღნიშნავს, ახალგაზრდამ თავი აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






