გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს. კილაძე მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული.
ელისო კილაძის განცხადებით, მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გუშინ გაზეთში გამოქვეყნებული მასალებია. მათ შორისაა ბრალდებულთა შეცვლილი ჩვენებები და ეკა ბესელიას განცხადება.
„ჩვენი განცხადების საფუძველზე ღურწკაია და რამდენიმე პირი დააკავეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც არის დაზარალებული ამ საქმეში თანხმობა მისცა ჰუმანურობიდან გამომდინარე თურმე, სანამ ამ ადამიანებმა ბრალი აღიარეს, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ბუნებრივია ქალბატონმა ბესელიამ ამ კითხვას უნდა უპასუხოს, რამ აიძულა ის ყოფილიყო ასეთი ჰუმანური და დათანხმებოდა პროკურატურის ამ შემოთავაზებას,“-აცხადებს ელისო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






