ავთანდილ დავითაძის ბრალდებას შს სამინისტრო პასუხობს
სამართალი - 19:48, 21 Feb, 2017     1932

"ეროვნული ფორუმის" წევრი ავთო დავითაძე აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შვილი გიორგი დავითაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა სცემა.

აღნიშნულ ბრალდებას შს სამინისტრო პასუხობს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 21 თებერვალს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებს, სადაც იგი შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსს, ავთანდილ გალდავას თავისი შვილის - გ.დ.-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განვმარტავთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გ. დ.-სთან გასაუბრება.

როგორც შსს-ს გენერალურ ინსპექციას გ.დ.-მ ოდნავ მოგვიანებით განუცხადა (აღნიშნული დაფიქსირებულია გასაუბრების შესახებ ოქმში და ხელმოწერილია მის მიერ), ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა ავთანდილ გალდავამ მას პოლიციის შენობაში გაყოლა მოსთხოვა. გ.დ.-ს თქმით, ამასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა მის მეგობარს - ლ.ტ.-ს, რის შემდეგაც ავთანდილ გალდავამ ამ უკანასკნელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თავად იგი იძულებით შეიყვანა პოლიციის შენობაში.

პოლიციის სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების სრული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გ.დ.-ს მიერ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ჩვენების ეს ნაწილი სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს (გთხოვთ, იხილოთ ვიდეომასალა).

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შევნიშნავთ, რომ 1990 წელს დაბადებული გ.დ. წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის ბრალდებით. გ.დ. ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

პოლიციის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ გ.დ.-მ სამმართველოში 14 წუთი დაჰყო.

გამოსვლისას მას გარეგნული დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.

პოლიციის სამმართველოდან გამოსული გ.დ. თავის ადვოკატს შეხვდა. ხანგრძლივი განსჯის შემდეგ (რაც ასევე დასტურდება ვიდეოჩანაწერებით), გ.დ.-მ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და განაცხადა, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადასთან საუბრისას გ.დ.-მ აღნიშნა, რომ უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში და დაჟინებით მოითხოვა ჰოსპიტალში გადაყვანა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42