„სჯობს სწრაფად დაიწვა, ვიდრე ნელა ჩაიფერფლო“ - დღეს კურტ კობეინის დაბადების დღეა
ეს საინტერესოა - 18:32, 20 Feb, 2019     12243

20 თებერვალს ლეგენდარული კურტ კობეინი 50 წლის გახდებოდა, თუმცა, მან 27 წლის ასაკში ამჯობინა სიცოცხლეზე უარის თქმა.

Nirvana-ს ლეგენდარული სოლისტი, მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ადამიანის საყვარელი შემსრულებელი იყო და დღემდე რჩება. კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 1994 წლის 5 აპრილს დაასრულა, თუმცა მის ოჯახსა და თაყვანისმცემებს წერილი დაუტოვა:

„ვსაუბრობ გამოცდილი ადამიანის უბრალო ენით, რომელიც არჩევდა ყოფილიყო სიმამაცე წართმეული, ინფანტილური მოწუწუნე. ამ წერილს, ალბათ, მარტივად გაიგებთ. ყველა გაფრთხილება Punk Rock 101-დან აღებული მთელი ამ წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩემი პირველი შეხედულება ერთგვარ ეთიკასთან მიმართებით, რომელიც გულისხმობდა დამოუკიდებლობას და თქვენთან ურთიერთობას, ამტკიცებს თავის სიმართლეს.

მრავალი წელია აღარ ვგრძნობ აღელვებას არც მოსმენით, არც მუსიკის შექმნით, ასევე არც ლექსების წერითა და კითხვით. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, როგორ მცხვენია ამის გამო, ასე მაგალითად, როცა ჩვენ ვდგევართ კულისებს მიღმა და ინთება სინათლე, ისმის მსმენებლის შეძახილები, ეს არ მაღელვებს მე ისე, როგორც აღელვებდა ფრედი მერკურის, რომელსაც, როგორც ჩანს, მოსწონდა თაყვანისმცემლების სიყვარულითა და გაღმერთებით ტკბობა, რითიც მე აღფრთოვანებული ვარ და რისიც მშურს.

საქმე ის არის, რომ მე არ შემიძლია თქვენი მოტყუება. არცერთი თქვენგანის. ეს იქნებოდა უსამართლობა თქვენთან და საკუთარ თავთან მიმართებითაც. ყველაზე სასტიკი დანაშაული, ჩემი აზრით, ადამიანების გაბრიყვებაა, თავისმოჩვენება, რომ მე მხიარული ვარ 100%-ით. ხანდახან მგონია, რომ მინდა დროის შეჩერება სცენაზე გამოსვლის წინ. მე ვდებდი მთელ ძალისმევას, რათა დამეფასებინა ჩვენი ურთიერთობა, ამას ვცდილობ, ღმერთი ხედავს, მე ვცდილობ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

მე ვაფასებს იმას, რომ მე და თქვენ მრავალია დამიანის გრძნობებში შევაღწიეთ. ალბათ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ნარცისებიდან, რომელსაც მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა ის მიდის... მე ზედმეტად მგრძნობიარე ვარ. ჩემთვის აუცილებელია ოდნავ უგრძნობი ვიყო, რათა კვლავ შევიძინო ენთუზიაზმი, რომელსაც ვფლობდი, ბავშვობის ხანაში.

ჩვენი ბოლო სამი ტურნეს განმავლობაში, მე მეტად დავაფასე ისინი, ვისაც პირადად ვიცნობ, ასევე ჩვენი მუსიკის თაყვანისმცემლები, მაგრამ კვლავ არ შემიძლია იმედგაცრუებასთან, დანაშაულის გრძნობასთან და თანაგრძნობასთან გამკლავება, რასაც ყველას მიმართ განვიცდი.

თითოეულ ჩვენგანში არის რაღაც კარგი და მგონია, რომ მე უბრალოდ ძალიან მიყვარს ადამიანები. მიყვარს ისე ძლიერად, რომ ეს ჩემში დიდ ტვირთს იწვევს, მაქცევს მოწყენილ, მგრძნობიარე, არაღირებულ კარგ ადამიანად, თევზად, ღვთის კაცად!

უბრალოდ, რატომ არ ხარ ამის გამო ბედნიერი? არ ვიცი. მე ქალღმერთი ცოლი მყავს, რომელიც სუნთქავს ამბიციითა და თანაგრძნობით და ქალიშვილი, რომელიც საკუთარ თავს მახსენებს, როგორიც ოდესღაც ვიყავი, სავსე სიყვარულითა და ბედნიერებით, იგი კოცნის ყველას, ვინც მას ხვდება, რადგან ყველა კარგია და არავინ უსურვებს მას ბოროტებას. და ეს მე მაშინებს ისეთი დონით, რომ თითქმის არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ფრენსისი იქნება ისეთივე უბედური, თვითნგრევისკენ მიდრეკილი თვითმკვლელი როკერი, როგორც მე. მე გარშემორტყმული ვარ ბევრი კარგით, ძალიან კარგით და მე მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ შვიდი წლიდან მე სრულიად კაცობრიობა შემძულდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მარტივი ჰგონიათ ერთად ყოფნა და ერთმანეთის თანაგრძნობა. თანაგრძნობა! მხოლოდ იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს ადამიანები და თანავუგრძნობ მათ, ასე მგონია. მადლობელი ვარ თქვენი, თქვენი წერილებისთვის და თქვენი ზრუნვისთვის, რასაც უკანასკნელი წლების მანძილზე ვგრძნობ. ჩემში ჭარბობს ახირებული, მერყევი ბავშვი! ჩემში აღარ არის ვნება, ამიტომ გახსოვდეთ: სჯობს სწრაფად დაიწვა, ვიდრე ნელა ჩაიფერფლო.

მშვიდობა, სიყვარული, თანაგრძნობა

კურტ კობეინი

ფრენსის და კორტნი, მე ვიქნები თქვენს საკურთხეველთან.

გთხოვ, გააგრძელე კორტნი, ფრენსისის გამო...

მისი ცხოვრების გამო..

რომელიც გაცილებით ბედნიერი იქნება...

ჩემს გარეშე

მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენ მიყვარხართ!“

სამუდამო ნირვანაში გადასვლა...

1994 წლის 8 აპრილს კურტის სახლში ელექტრიკოსი მივიდა, რათა უსაფრთხოების სისტემა დაემონტაჟებინა. მისტერ სმიტმა რამდენიმეჯერ დარეკა ზარი და იმით გაოგნებულმა, რომ არავინ უპასუხა, სახლს გარშემო შემოუარა. მას ღია ავტოფარეხი და ავტომობილი Volvo დახვდა. ჩათვალა, რომ სახლის მეპატრონეები შინ ელოდნენ. თუმცა, ავტოფარეხშიც არავინ იყო. შემდეგ სმიტი სხვენისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა და მინის უკან გაუნძრევლად მწოლიარე სხეული, იარაღი და დიდი რაოდენობით სისხლი დაინახა...

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდნენ. პროტოკოლი ფორმალურად შედგა, შემთხვევის ადგილზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. მსოფლიომ დღემდე არ იცის თუ რა მოხდა რეალურად. კურტის თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ვერსია დღემდე ეჭვქვეშ დგას. ერთ-ერთი ვერსიით კურტის სიკვდილში წვლილი კორტნის მიუძღვის. მოტივი - ყველაზე ბანალური, მაგრამ საგულისხმო: ფული...

კურტის სიკვდილის შემდეგ, ლავმა მუსიკოსის შემოქმედებაზე უფლებების 50 პროცენტი გაყიდა და შედეგად 50 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

კურტის გარდაცვალების შემდეგ ლავმა აღნიშნა: „კურტი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი წელიწადი ვიყავით დაქორწინებულნი და ახლა მე ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო. ეს არ არის ჩემი ფული. ეს დაწყევლილი ფულია. მე არ მსურს რომ ჩემზე კურტ კობეინის ფულმა იზრუნოს. მე მსურს თავად ვიზრუნო საკუთარ თავზე!“

კორტნი ლავმა ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. იგი ძველებურად სკანდალურია, მოიწყო მსახიობის კარიერა, დაუმეგობრდა ალკოჰოლს და დაუბრუნდა ნარკოტიკებს.

კურტ კობეინის ჩანაწერებიდან და ინტერვიუებიდან...

„უკეთესია იყო გამოუსწორებელი მეოცნებე, ვიდრე სულელი გართობის მოყვარული!“

„იმის სურვილი იქცე ვიღაც სხვად ეს საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს“

„მე ყველა მიყვარს - აი, რა არის სამწუხარო...“

„არავინ მოკვდება ქალიშვილად, ცხოვრება ყველას...“

„თითოეული ჩვენგანი მარტოა და ყველა ჩვენ ერთადაც კი მარტონი ვართ“

„მე სიკვდილის არ მეშინია. როცა შენ მოკვდები, შენი სული განაგრძობს ცხოვრებას და სრულებით ბედნიერიც კი ხდება. სრული სიმშვიდე სიკვდილის შემდეგ, ვიღაც სხვად დაბადება - აი, რა არის ჩემი ცხოვრების უდიდესი იმედი.“

„მე არასდროს მჯეროდა წიგნში დაწერილი ისტორიების და არც იმის, რასაც სკოლაში მასწავლიდნენ. თუმცა, ახლა ერთს მივხვდი, მე არ მაქვს უფლება ვინმე განვსაჯო მხოლოდ იმის გამო, რომ ოდესღაც ვიღაცის ნაჯღაპნი წამიკითხავს და მისწავლია...“

და არც ჩვენ განვსაჯოთ კურტ კობეინი...






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42