გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს.
„მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი. უფრო კონკრეტულ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ.
ლომინაძის ოჯახი რატომ არ ენდობა გამოძიებას და რის საფუძველზე მიმიჩნევენ დამნაშავედ, თუ კითხეთ? ეს ზოგადი ფრაზაა, კონკრეტულად რა მტკიცებულებები არსებობს? აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე, მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. სრულიად უსაფუძვლო განცხადებებია, უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ. იყო ორი დაპატიმრება, პირველი დაპატიმრება სამ დღიანი, მეორე როდესაც სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, მეორე იყო პირველის გაგრძელება, მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გახსნის გადასაფარად“, - განაცხადა გია გვიჩიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






