ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერში, მამა გიორგი მამალაძის გარდა, რამდენიმე პირი ფიგურირებს.
ჭკადუა აღნიშნავს, რომ ფარული ჩანაწერი მას ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ აჩვენა. ადვოკატი ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გარდა, არსებობს წერილობითი მტკიცებულებებიც.
„ცალსახად ის მტკიცებულებები, რომელიც მე ვნახე, ჩანდა გარკვეულ პირთა წინააღმდეგ დანაშაულის მომზადების ფაქტი. იყო აუდიო ვიდეო ჩანაწერი და ასევე იყო გარკვეული მტკიცებულებები წერილობით. იყო ერთი ჩანაწერი, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ როგორც ირაკლიმ თქვა, იქ იყვნენ სხვადასხვა ადამიანები, არა მარტო გიორგი მამალაძე, კიდევ მის გარდა იყვნენ სხვა ადამიანები და მიმითითა, რომ ერთ-ერთი გახლავთ მამა გიორგი მამალაძე,“-აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
ე.წ. ციანიდის საქმეში ირმა ჭკადუა პროკურატურის ერთ-ერთი მოწმეა.
მასალის გამოყენების პირობები






