საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე განმარტებებს აკეთებს. ვასაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქმის მთავარ მოწმეზე, ირაკლი მამალაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ჩაიდინა ის, „რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა“:
„მინდა ყველას შევახსენო, ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა, დანაშაულის ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინო სამართალდამცავ ორგანოებს, რაც გააკეთა ირაკლი მამალაძემ და მისი მონაწილეობით, მისი დახმარებით, მისი ძალისხმევით, აღკვეთილი იქნა ის ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ფაქტტობრივად სახეზე გვაქვს შედეგის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ საზოგადოებისგან მადლიერებას იმსახურებს ეს პიროვნება და სახელმწიფოსგან“, - აცხადებს შოთაძის პირველი მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები






