ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ იგი მზად არის უსასყიდლოდ დაიცვას დეკანოზის უფლებები:
„საკუთარი დუმილით, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები უხეშად არღვევენ მის უფლებებს.
რაზეც არ უნდა ქონდეთ ხელი მოწერილი, უკანონოა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.
დეკანოზის ოჯახს მივმართავ - მე ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო (ანუ, მათ შორის, სისხლის სამართლის) სპეციალიზაციით. მზად ვარ უსასყიდლოდ დავიცვა დეკანოზის უფლებები და უკანონო გაფრთხილებების მიუხედავად, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით, გავასაჯაროო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც ლეგიტიმური საჯარო ინტერესია და რომლის გასაჯაროებაც დეკანოზის ინტერესებშია.
დამიკავშირდით“, - წერს გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






