„არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, მაინტერესებს დეკანოზს ვინ მოუწყო ეს“ - გიორგი ფანცულაია
სამართალი - 15:47, 18 Feb, 2017     11986

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უნდა მორჩეს მისი ამ საქმეში ჩართულობასთან დაკავშრებით მითქმამოთქმა, რადგან იგი არის ბრალდებულის ადვოკატი და ამ საკითხით რაიმე პოლიტიკური ქულების დაწერას არ აპირებს:

"ამ დღეების განმავლობაში ჩემს ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი განცხადება, შეფასება და მე მაქსიმალურად ვცდლობდი, რომ ეს "გამეტარებინა", არ მიმეღო მხედველობაში და არ გამეკეთებინა კომენტარი. მაგრამ მინდა ადრესატებმა გაიგონ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიმიჯნოს საადვოკატო საქმიანობა პოლიტიკისგან. მე ამ საქმისგან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, არ ვაპირებ პოლიტიკური ქულების დაწერას. აქედან გამომდინარე, მე ვაკეთებ მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ განცხადებებს და არ ვსაუბრობ იმ ტერმინოლოგიით, ვისაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა. ნურას უკაცრავად! თავიანთი სიტყვები შეინახონ თავისთვის. მე გამოვდივარ მამა გიორგის ინტერესებიდან, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ საკითხის პოლიტიკიდან დისტანცირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაინტერესებს პოლიტიკური ქულების დაწერა. მაინტერესებს ერთადერთი რამ, გაირკვეს მისი უდანაშაუალობა და ის, თუ ვინ მოუწყო ეს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს თუ როგორი შეფსება კეთდება. მოვუწოდებ ყველას, დაამთავრეთ ეს ჭაობი და პროფესია ნუ გერევათ პოლიტიკაში. მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეულ სიტყვას, რასაც ვამბობ, შეთანხმებული მაქვს მამა გიორგისთან. თქვენი პოლიტიკა შეინახეთ თქვენთვის!" - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42