ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ის საქმეში მოწმედ შემთხვევით აღმოჩნდა. ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჭკადუა აცხადებს, რომ ირაკლი მამალძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ საუბარი იყო რაღაც დანაშაულის მომზადებაზე:
"მან თქვა, რომ საპატრიარქოში, რაღაც არაჯანსაღი სიტუაცია იყო და ჰქონდა გარკვეული მტკიცებულებები, რომლის ნახვის შემდგომაც მივედით იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებები, ნამდვილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს . ის რჩევას გვთხოვდა სად უნდა წარედგინა აღნიშნული მტკიცებულებები, ჩვენ მას ვურჩიეთ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მას უნდა მიეტანა სამართალდამცავ ორგანოებში.
მან წარმოგვიდგინა გარკვეული მტკიცებულებები, მე უბრალოდ ხელწერილიდან გამომდინარე ამ მტკიცებულებებზე და მათ შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, ყველა ადამიანი მით უმეტეს იურისტი, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ რეალურად იყო არაჯანსაღი სიტუაცია და საუბარი იყო რაღაცა დანაშაულის მომზადებაზე,"-განაცხადა ირმა ჩკადუამ ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






