„ეს არის ნიკა გვარამიას ხელოვნურად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის ახალი საფუძვლის შექმნა“ - დიმიტრი საძაგლიშვილი
სამართალი - 13:10, 16 Feb, 2017     2477

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, დეტალებზე გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა. უფლებადამცველის განცხადებით, არსებული ვიტარება შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს ნიკა გვარამიას დაკავება:

„რეალურად დღევანდელი გამოკითხვა იყო არაფრისმომცემი იმ გამოძიებიდან გამომდინარე, რომელიც დაწყებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და რომელიც მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ რეალურად გამოძიება დაწყებულია ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებაზე, აღნიშნული საქმე გამოძიება არ აინტერესებს, არ სურს მისი გახსნა და არც ერთი საგამოძიებო მოქმედება დღემდე ამ მიმართულებით არ არის განხორციელებული, გამოძიები კითხვენი მიმართული იყო მხოლოდდამხოლოდ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, რაც საერთოდ არ ჯდება გამოძიების ინტერესებში, ერთადერთი რა მიზანიც ამას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ნიკა გვარამიას ხელოვნურად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის ახალი საფუძვლის შექმნა, ეს შეიძლება იყოს მართლმსაჯულების პროცესში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ან ქრთამთან დაკავშირებით და მეორე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოახდინონ გავლენა, იმ ნაწილით, რომ რეალურად ასეთი მოქმედებების შედეგად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ ისტერიული განცხადებები, რომ თითქოს ნიკა გვარამია მოსამართლეს ქრთამს აძლევდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავად ეს საუბარი, სრული ვერისია, რომელიც ჩაწერილი იყო თავის დროზე, არ არის იდენტური იმისა, რაც გამოქვეყნდა, იმიტომ, რომ გავრცელებულ ჩანაწერში ამოკრეფილია ის საუბრები, რაც გამოძიებისთვის და ხელისუფლებისთვის არ იყო სასურველი.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას გვარამია-ახვლედიანის აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშრებით,ს აძაგლიშვილი აცხადებს, რომ შს სამინისტრომ უარი განაცხადა მათთვის დასკვნის სრული ვარიანტის გადაცემის თაობაზე:

„ჩვენ არ მოგვეცა საშალება, რომ დასკვნას დეტალურად გავცნობოდით, წარმოგვედგინა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო კვლევითი ნაწილი ჩვენთვის არის უცხო, დავაყენეთ მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გადმოგვცემოდა დასკვნის სრული ვერსია, მათ შორის კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა, შესაბამისად ჩვენთვის უცნობია სრული შინაარსი ამ ექსპერტიზის დასკვნის. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რატომ დადგა საერთოდ ასეთი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა, ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ეს დასკვნა მომზადებული იყო მოხოლოს იმ მიზნით, რომ ნიკა გვარამია მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აბსოლუტურად სხვა ქმედებასთან დაკავშირებით, ანუ ფორმლურად შექმნან დანაშაულის შემადგენლობა, რაც რეალურად ბუნებაში ფიზიკურად არ არსებობს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი შს სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკიტხვაზე იყო დაბარებული, გვარამია-ახცვლედიანის ფარული ცანაწერის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ გვარამია ახვლედიანს ქრთამს სტავაზობს, გვარამია აუდიო ცანაწერს გაყალბებულს უწოდებს. დღეს კრიმინალურ პოლიციაში ასევე დაკითხვაზეა დაბაჯრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42