ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს.
ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.
მასალის გამოყენების პირობები






