საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაცია, კერძოდ კი, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლოში განხილვისა და ამ შუამდგომლობაზეგადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო:
1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც:
ა.ა) მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ა.ბ) პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები.
2. ამავე კოდექსის 2150 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების
გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას, შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე.
გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.
დღემდე არსებული რეგულაციით, კომერციული ბანკი არ იყო ვალდებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ [მათ შორის, შემოსავლები, ფინანსური ტრანზაქციები] მიეწოდებინა ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსთვის სასამართლოს თანხმობის გარეშე. ანუ, თუკი საგადასახადო სამსახური პირის საბანკო მონაცემებით დაინტერესდებოდა, მას სასამართლოსთვის უნდა მიემართა და მხოლოდ მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში იღებდა ამ მონაცემებზე წვდომას.
ლევან ალაფიშვილი მიიჩნევდა, რომ სასამართლო განხილვის პროცესში ჩართული უნდა იყოს მხარედ ის პირი, ვისი პირადი ინფორმაციის მოპოვებითაც არის დაინტერესებული საგადასახადო ორგანო. გარდა ამისა, აქამდე არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






