"ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას" - თბილისის საქალაქო სასამართლო
სამართალი - 15:48, 10 Feb, 2017     2929
თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ საერთო სასამართლოებში სისტემური ხარვეზების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნთქვამი, "ომბუდსმენის ქმედებები ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს".

"თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება სახალხო დამცველის - უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საერთო სასამართლოებში სისტემური ხარვეზების თაობაზე, რაც უკავშირდება უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილებას სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული პირის (მოსარჩელის) სასარგებლოდ დასრულებულ შრომით დავას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უჩა ნანუაშვილის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.


სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია უშუალოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, პირადი დაინტერესების მოტივით გაკეთებული განცხადებები ემსახურება სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სახალხო დამცველის განაწყენებული პოზიცია გამოწვეულია მისი სუბიექტური დამოკიდებულებით საქმის შედეგის მიმართ.

სასამართლო შეახსენებს უჩა ნანუაშვილს, რომ მისი, როგორც სასამართლო დავაში მონაწილე მხარის საჯარო გამოსვლა და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსის გათვალისწინებით.

უჩა ნანუაშვილი გაკვირვებულია მითითებულ დავაზე საქმის განხილვის ვადის სიმცირით მაშინ, როდესაც შრომითი კატეგორიის დავებზე სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადა აქვს. უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ტენდენციური და უპრეცენდენტო, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული 163 ადმინისტრაციული საქმე, რომელთაგან 125 დასაქმებული პირების სასარგებლოდ გადაწყდა.

სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას, მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია. უჩა ნანუაშვილის მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42