შსს-მ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
სამართალი - 09:58, 07 Feb, 2017     2219

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984 წელს დაბადებული ვ.გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ.-მ ნინოწმინდაში, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან, შპს „ატეფ ჯორჯიას“ კუთვნილი 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი ი.მ.-სა და ვ.გ.-ს მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ი.მ. და ვ.გ. გადაადგილდებოდნენ, ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დადგინდა, რომ შპს „ატეფ ჯორჯია“-სთვის მიყენებულმა ზარალმა 1558 აშშ დოლარი და 2050 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42