პროკურატურის განცხადება ტრანსგენდერის მკვლელობის საქმეზე
სამართალი - 11:01, 06 Feb, 2017     2450
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელი ნასვამ მდგომარეობაში მის ნაცნობ ტრანსგენდერ ზურაბ (ზიზი) შეყელაძესთან მივიდა, მის მეგობარ ქალბატონსა და ზურაბ შეყელაძეს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გარკვევის მიზნით. გიორგი მურჯიკნელსა და ზურაბ შეყელაძეს შორის საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზურაბ შეყელაძეს თავის არეში სამშენებლო ბეტონის ფილა ჩაარტყა, ხოლო შემდეგ სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა.
ზურაბ შეყელაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გიორგი მურჯიკნელი 16 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გიორგი მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი, სასამართლოს განაჩენით 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42