"ზოგიერთი გარეთ სცემეს, ზოგიც მანქანაში"- ბათუმში პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ
სამართალი - 12:37, 04 Feb, 2017     4397
ბათუმში დაკავებულების ახლობლები პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, პოლიციამ ბულვარში გვიან ღამით 7 ახალგაზრდა დააკავა, ერთ-ერთი მათგანი კი მათი მტკიცებით, არასრულწლოვანია.

დაკავებულთა ახლობლებმა უკვე მიმართეს გენერალურ ინსპექციას. ისინი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადემეტების შესწავლას და რეაგირებას მოითხოვენ.

ერთ-ერთი პირი, ვახტანგ ლომინაძე აცხადებს, ინცინდენტისას მას თავში გაურკვეველი ნივთი მოხვდა.

"ბიჭების მიმართ იყო ხელით შეხება, ზოგიერთი გარეთ სცემეს, ზოგიც მანქანაში როცა განყოფილებაში გადაჰყავდათ. წინააღმდეგობა არავის გაუწევია, უბრალოდ ბიჭებს შორის მოხდა ელემენტარული შელაპარაკება. ყველა ვაპირებდით სიტუაციის განეიტრალებას. პოლიცია რომ მოვიდა ისინი აგრესიულად იქცეოდნენ"- აცხადებს ახალგაზრდა.

როგორც შს სამინისტროში ნიუპოსტს" განუცხადეს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ადგილზე მისულ პოლიციასაც გაუწიეს წინააღმდეგობა. მათივე თქმით შვიდივე პირი კანონის სრული დაცვით დააკავეს.

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ახალგაზრდები ადმინისტრაციული კოდექსის ორი 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლის მირ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42